logo
ENG



რუსეთის ქალაქ კაზანში სროლას 7 ბავშვი და 1 მასწავლებელი ემსხვერპლა

11 მაი 202114:14
3 წუთის საკითხავი
 
რუსეთის ქალაქ კაზანში სროლას 7 ბავშვი და 1 მასწავლებელი ემსხვერპლა
AP

რუსეთში, ქალაქ კაზანში ერთ-ერთ სკოლას თავს შეიარაღებული პირი დაესხა. 

დაიღუპა 8 ადამიანი, მათგან 7 მოსწავლე და 1 მასწავლებელი. დაღუპული ბავშვებს შორის 4 ბიჭია, 3 კი გოგო. 

21 ადამიანი სხვადასხვა ჭრილობით საავადმყოფოებშია გადაყვანილი, მათგან 18 ბავშვია. 

რუსული მედიის ინფორმაციით, ზოგიერთმა მოსწავლემ გაქცევა მოახერხა, თუმცა, დიდი ნაწილი შენობაში აღმოჩნდა მომწყვდეული. 

რეგიონის გუბერნატორის, რუსტამ მინიხანოვის თქმით, თავდამსხმელი დაკავებულია. ის 19 წლის ბიჭია. იარაღი მის სახელზეა გაფორმებული. სხვა დეტალებზე გამოძიება გრძელდება. 

რია ნოვოსტის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 11-ია, თუმცა, ინფორმაცია ჯერჯერობით არავის დაუდსასტურებია


close დახურვა